„ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე“, – ამ,ის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინაში დაღუპული გმირები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი ძმათა სასაფლაოზე არ დაკრძალეს.
„სამწუხაროა უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ. იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა?
მოდით შევამოწმოთ.
ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ“, – წერს ოქრუაშვილი.
ცნობისათვის, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ 2 ქართველი სამხედრო ბახვა ჩიქობავა და დავით გობეჯიშვილი დაიღუპნენ.
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გადაასვენეს