გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებსაც ჯერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მოუწოდებს – გამოიჩინონ გამბედაობა და ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს შეთანხმების მიღწევას, რომელსაც ბევრმა პარტიამ და ინდივიდუალურმა პირმა ხელი მოაწერა. მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, გამოიჩინონ გამბედაობა და მოაწერონ ხელი.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმულია ნაბიჯია საქართველოსთვის, მისი მომავლისთვის იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს წინსვლა, გააგრძელოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა,“- განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში.
ახალი ბიძგი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ, – ევროპარლამენტარების მოწოდება ქართველ დეპუტატებს
შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში – ჰუბერტ ქნირში