დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, დარეჯან ხაჩიძის დაბადების დღეა – მსახიობი 70 წლის გახდა.
ვიდეო: „მე შემიყვარდი ფილმის გადაღების დროს, შენ“? – 30 წლის მერე ბურნუთა მაყვალა კითხვას უსვამს
დარეჯან ხაჩიძემ ქართველ მაყურებელს თავი გააცნო და შეაყვარა გიორგი შენგელაიას 1980 წლის კინოკომედიით „სიყვარული ყველას უნდა“, ამის შემდეგ იყო რამდენიმე ფილმი და არაერთი სპექტაკლი.
დარეჯან ხაჩიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი და მსახიობს დაბადების დღეს ულოცავს.
„დარეჯან ხაჩიძე 70 – 28 ნოემბერი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, დარეჯან ხაჩიძის დაბადების დღეა!
ქალბატონი დარეჯანის გაცოცხლებული გმირები ქართული თეატრისა და კინოს ისტორიის ნაწილია. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე შექმნილი სახეები მაყურებელს დღემდე ახსოვს, უყვარს და ძვირფასია – „ბაკულას ღორები”, „ჩვენი პატარა ქალაქი”, „საქმე“, „ესმერალდა”, „სისხლიანი ქორწილი”, „ახალგაზრდა გვარდიის სახელით”, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, „ჰარალეთი, ჰარალეთი”…
ვულოცავთ ქალბატონ დარეჯან ხაჩიძეს იუბილეს, ამ მნიშვნელოვან თარიღს! ვუსურვებთ დიდ შემოქმედებით წარმატებას, არაერთ საინტერესო როლს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას!“ – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ვიდეო: „ძალიან შემეშინდა… მთელი დღე ჩუმად ვტიროდი… – დარეჯან ხაჩიძე ცუდი დიაგნოზის შესახებ
დარეჯან ხაჩიძე 70 28 ნოემბერი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, დარეჯან ხაჩიძის დაბადების…
Posted by თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი / Tumanishvili Film Actors Theatre on ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
