უელსის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მკვიდრნი თხების შემოსევის მსხვერპლნი გახდნენ. ტერორში მოქცეული დასახლების შესახებ Daily Mirror წერს.
გარეულმა თხებმა ქალაქ ლანდუდნოში ნამდვილი არეულობა მოაწყვეს: ისინი ჩხუბობენ მაღაზიების პარკინგებზე, დაბოდიალობენ სახლებსა და ბაღებში, ჭამენ ყვავილებს, მცენარეებს თუ ბოსტნეულს. ამასთან, მშიერი ცხოველების ერთ ტერიტორიაზე შეზღუდვა კანონმდებლობით დაუშვებელია, შესაბამისად ქალაქის ადმინისტრაციაც უმოქმედოა.
ჩინოვნიკებს ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ყოველდღიურად ათობით საჩივარი შესდით, რაზეც ისინი პასუხობენ რომ საკუთრების დაცვა არა ადმინისტრაციის პრობლემა, არამედ მეპატრონეთა მოვალეობაა.
აღსანიშნავია, რომ ველური თხები ქალაქის სიახლოვეს უკვე კარგა ხანია ბინადრობენ. ისინი ქალაქში თავს ისე გრძნობენ როგორც სახლში. მათ არ ეშინიათ კამერების, დაბოდიალობენ ავტომობილთა სავალ ნაწილზე, შედიან სასტუმროებში თუ მაღაზიებში.