სიარას მშობიარობიდან ერთი თვე გავიდა და მომღერალმა უკვე 9 კილოგრამის დაკლება შეძლო. 31 წლის ვარსკვლავმა ამ ყველაფრის შთაბეჭდილებები თავის გამომწერებს გაუზიარა.
„გადავწყვიტე, რომ ზედმეტ 27 კილოს, რომელიც ორსულობის დროს მოვიმატე, არ შევგუებოდი. მშობიარობიდან ოთხ კვირაში უკვე 9-ს გამოვემშვიდობე. მომდევნო კვირის მიზანი -4,5 კილოა“, -დაწერა მან „ინსტაგრამზე“.
მომღერალმა აღიარა, რომ ასეთი შედეგის მიღწევა მარტივი არ ყოფილა და ის ინტენსიური ვარჯიშებით შეძლო, ხოლო როდესაც გემრიელ საჭმელზე უარს ამბობს, ფიქრობს, რომ მას მომავალში აუცილებლად შეჭამს.