MMA Georgia ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახისთვის თანხის შეგროვების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მარკეტერი და სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ჯიბლაძე ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
„მეგობრებო, გროვდება თანხა რომ ოჯახს საცხოვრებელი შევუძინონ. მშობლებს, რომლებსაც 5 ბავშვი დაეღუპათ, ოჯახი რომელსაც იქამდეც ჰქონდა განცდილი შვილის დაღუპვით გამოწვეული ტრაგედია ახლა საშინელი რეალობის წინაშე დგას…
დარჩნენ შვილების გარეშე… და უსახლკაროდ.
პეტრე კოლხი: „დღეს, რუსთაველზე ნაძვის ხესთან შევიკრიბოთ და საბერიოს ბავშვების კუთხე მოვაწყოთ. მივიტანოთ სათამაშოები და სანთლები…“
მამა პეტრე კოლხი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს.
MMA Georgia ინიციატივით, იწყება მათ დასახმარებლად თანხის შეგროვება, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, თითოეული გაზიარება ძალიან ბევრს ნიშნავს…
ჩარიცხული თანხის ყველა ამონაწერი დაიდება და გაკონტროლდება ოჯახის წევრების მიერ.
ვდებ ოჯახის წევრის ანგარიშის ნომერს –
მიმღები ლევან შონია“. – წერს ნინო ჯიბლაძე.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.
მეგობრებო, გროვდება თანხა რომ ოჯახს საცხოვრებელი შევუძინონ. მშობლებს, რომლებსაც 5 ბავშვი დაეღუპათ, ოჯახი რომელსაც…
Posted by Nino Jibladze on Monday 6 January 2025