LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ისევ მოგზაურობს – ტურიზმის ინდუსტრია რეკორდებს ხსნის და გამონაკლისი არც საქართველოა

132
ქირიას NEWS შაბლონი

2025 წელს გლობალურმა საერთაშორისო ტურისტულმა მიმოსვლამ 1.52 მილიარდ ვიზიტორს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4%-იან ზრდას წარმოადგენს. მონაცემების მიხედვით, ტურიზმის აღდგენა და გაფართოება განპირობებული იყო როგორც პანდემიის შემდგომი დაგროვილი მოთხოვნით, ისე ავიამიმოსვლისა და ტურისტული სერვისების ეტაპობრივი გაფართოებით აზია-წყნარი ოკეანის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრებზე.

ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას თან ახლდა ტურიზმის სექტორის ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი გაუმჯობესებაც. მსოფლიო მასშტაბით ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2025 წელს რეკორდულ -1.9 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ტურიზმს კვლავ გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორად აყალიბებს. ანალიტიკოსების შეფასებით, შემოსავლების ზრდაზე გავლენა იქონია არა მხოლოდ მოგზაურობათა რაოდენობამ, არამედ ხარჯების ზრდამაც – განსაკუთრებით სასტუმროებზე, ავიაბილეთებსა და გასართობ სერვისებზე.

პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა საქართველოშიც. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 4.69 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპერტების შეფასებით, ზრდას ხელი შეუწყო როგორც რეგიონული ტურისტული ნაკადების გააქტიურებამ, ისე ქვეყნის პოპულარიზაციამ საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით.

ეკონომისტების აზრით, ტურიზმის სექტორის გაძლიერება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია დასაქმების, უცხოური ვალუტის შემოდინებისა და მომსახურების სექტორის განვითარების თვალსაზრისით. არსებული დინამიკა აჩვენებს, რომ ტურიზმი კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g