მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიის სათავეში Google, Apple, Microsoft, Amazon და Facebook მოხვდნენ.
შარშანდელის მსგავსად, წელსაც რეიტინგს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემა ლიდერობს, რომელსაც გასულ წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა აღენიშნება. მეორე ადგილზე Apple იმყოფება 3%-იანი ზრდით, საუკეთესო სამეულს კი Microsoft ხურავს 18%-იანი მატებით.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
Google — 245.6 მლრდ. დოლარი;
Apple — 234.7 მლრდ.;
Microsoft — 143.2 მლრდ.;
Amazon — 139.3 მლრდ.;
Facebook — 129.8 მლრდ.;
AT&T Telecom — 115.1 მლრდ.;
Visa Payments — 110.9 მლრდ.;
Tencent — 108.2 მლრდ.;
IBM Technology — 102.08 მლრდ.;
McDonald’s — 97.7 მლრდ.