LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი სამხრეთ კორეაშია

87
_116338677_gettyimages-816893786

მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანა ამ საკითხში რეკორდსმენი კიდევ ერთხელ გახდა.

სპეციალისტთა განმარტებით თუკი შობადობის კოეფიციენტი 2,1-ზე დაბალია, ნიშნავს, რომ პოპულაცია უკვე შემცირებას იწყებს. სამხრეთ კორეაში კი 2018 წლიდან კოეფიციენტი 1-ზე დაბალი იყო და წელს რეკორდულ მინიმუმსაც კი მიაღწია.
მოსახლეობის რაოდენობის კლება ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, სამუშაო ძალის დეფიციტსა და საპენსიო ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 2020 წელს სამხრეთ კორეაში ახალშობილთა რიცხვს გარდაცვლილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა.

შედარებისთვის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში შობადობის კოეფიციენტი 1,5-1,6-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები