LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე დიდი (და ყველაზე გიჟური) არასამგზავრო

139
c94230db6dbbf823c36e0a98a7f658d7

თუ უბრალოდ ჩამოთვლით Dhabiyan-ის ყველა რეგალიას და მახასიათებელს, ძალიან ბევრი გამოვა ერთი მანქანისთვის. ჯერ ერთი, ეს SUV ერთი ეგზემპლარი გაკეთდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა: მისი სიგრძე 15 მეტრია.
მანქანა იწონის 21 ტონას, ანუ ათი „ლენდ კრუიზერის“ წონას. ამ ჭარბი წონის მიზეზი მარტივია: Dhabiyan აიწყო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ამერიკული Oshkosh M1075 10×10 სამხედრო ტრაქტორისგან, რომელსაც შეუძლია ქვეითთა საბრძოლო მანქანაც კი ატაროს.

მიქსს დავუმატოთ, რომ მას აქვს ღია ზედა ნაწილი – ეს არის ერთადერთი 10 ბორბლიანი, ოთხკარიანი კაბრიოლეტი ისტორიაში.

სხვათა შორის, თავად Dhabiyan გახლავთ ცნობილი აქლემის სახელი. ასე რომ, კაპოტზე ამ ცხოველის უზარმაზარი ფიგურაა.

მანქანა ეკუთვნის ნამდვილ არაბ შეიხს, რომელიც, სხვა რაღაცეებთან ერთად, ათასამდე მანქანას ფლობს.
ზოგადად, მსგავსი რამ აქამდე ნამდვილად არ გინახავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები