2025 წელს საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე კომფორტულ ქალაქად კოპენჰაგენი დასახელდა. წლევანდელმა გამარჯვებულმა ბოლო 3 წლის ლიდერი – ვენა მეორე პოზიციაზე გაუშვა, წერს New York Post.
საინტერესო სიის ავტორი გახდა Economist Intelligence Unit — „The Economist“-თან დაკავშირებული ანალიტიკური სააგენტო, რომელიც კვლევას ყოველწლიურად აქვეყნებს.
ექსპერტებმა მსოფლიოს 173 ქალაქი შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასეს:
ზოგადი სტაბილურობა
სამედიცინო მომსახურების ხარისხი
განათლების დონე
ინფრასტრუქტურა
კულტურული ცხოვრება და ეკოლოგია
რატომ მოიგო კოპენჰაგენმა?
კოპენჰაგენმა მაქსიმალური 100 ქულა მიიღო შემდეგ კატეგორიებში:
სტაბილურობა
განათლება
ინფრასტრუქტურა
ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა:
ჯანდაცვაში — 95.8 ქულა
კულტურასა და ეკოლოგიაში — 95.4 ქულა
რაც შეეხება ვენას, ავსტრიის დედაქალაქი ამჟამად მეორე ადგილზეა, მიუხედავად იმისა, რომ შეინარჩუნა:
100 ქულა ჯანდაცვასა და განათლებაში,
მაგრამ:
სტაბილურობაში დაეცა 95 ქულამდე, ხოლო კულტურასა და ეკოლოგიაში შეფასება— 93.5 ქულამდე შემცირდა.
მსოფლიოს 10 ყველაზე კომფორტული ქალაქი (2025)
კოპენჰაგენი (დანია)
ვენა (ავსტრია)
ციურიხი (შვეიცარია)
მელბურნი (ავსტრალია)
ჟენევა (შვეიცარია)
სიდნეი (ავსტრალია)
ოსაკა (იაპონია)
ოკლენდი (ახალი ზელანდია)
ადელაიდა (ავსტრალია)
ვანკუვერი (კანადა).