LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი პოლიციელი კრიმინალს ძალიან საშიშ ქალაქში ებრძვის

37
456

„პოლიციის ყველაზე მიმზიდველი თანამშრომლის“ წოდების მქონე გოგონა კოლუმბიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თუ როგორ აისახება მისი ვიზუალი სამსახურზე, ასევე ხალხისგან მოსმენილ უჩვეულო თხოვნებსა და ხუმრობებზე დიანა რამირესმა New York Post-თან ისაუბრა.

რამირესი ქალაქი მედელინის ქუჩებში პატრულირებს, დასახლების სადაც ადრე დანაშაული და ნარკოვაჭრობა ყვაოდა. გოგონას თქმით, პოლიციას ის არაფერში გაცვლიდა, მიუხედავად იმისა რომ ასეთი გარეგნობით მას წარმატებული მოდელობა ან ბლოგერობა შეეძლო.
„თუკი მექნებოდა შესაძლებლობა პროფესია თავიდან ამერჩია, არც კი დავფიქრდებოდი და ისევ პოლიციელი გავხდებოდი. ყველაფერი რაც მაქვს ნაციონალური პოლიციის დამსახურებაა:მან მე პროფესიონალად და იმ ქალად მაქცია, რომელიც დღეს ვარ“ – ამბობს რამირესი.

გოგონას არც უფიქრია ინტერნეტში პოპულარული გამხდარიყო, თუმცა მას ასი ათასობით გამომწერი ჰყავს და მის საქმიანობას ისინი აღფრთოვანებული კომენტარებით აფასებენ.

ცოტა ხნის წინ დიანა „წლის პოლიციელი-ინფლუენსერის“ ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. ამ ტიტულს გადასცემენ იმ სამართალდამცავებს, ვინც სოც-ქსელებში ძალიან პოპულარულია. რამირესისთვის ეს დიდი პატივი იყო, რადგან ძალიან ამაყობს თავისი პროფესიით და გამომწერებსაც დიდი სიამოვნებით უზიარებს თავის ცხოვრებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები