LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს“ – სამადაშვილი ღარიბაშვილს და კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს

2842
სალომე სამადაშვილი

ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს.

ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს:

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე.

მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან.“– წერს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის,  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა და თქვა, რომ „ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი.“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი დღეს აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. კობახიძემ სამადაშვილს ასევე მოღალატე უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები