LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი სანერვიულო და საზრუნავი ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, რის გამოც ვწყვეტთ შიმშილობას: აკაკი მინაშვილი

159
აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილი განმარტებით, „მთავარი სანერვიულო და საზრუნავი, რაც ამ ეტაპისთვის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას წარმოადგენდა, ამ ეტაპისთვის სასიკეთოდ გადაწყდა, რის გამოც შიმშილობას წყვეტენ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე წარმატებაა, რომელიც იმ პრინციპულობამ, შეუპოვრობამ და შემართებამ მოიტანა, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

მიხეილ სააკაშილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა

ჩემივე აშენებული ავტობანით წავალ გორის ჰოსპიტალში, არ ვაპირებ, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით: მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად განაცხადა, რომ ის თანახმაა, გადავიდეს გორის ჰოსპიტალში და წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე, ის მთავარი სანერვიულო და საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობდით, რადგან ეს ეხებოდა ჩვენი პარტიის ლიდერის და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ. ასე რომ, ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას.

ბრძოლა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება…უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას: ნიკა მელია

პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება, რაც მოიტანა იმ პრინციპულობამ, შეუპოვრობამ, შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ, მთელმა საქართველომ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში, ყველაზე დიდი წვლილი ამ წარმატებაში აქვს მიხეილ საკააშვილს, თავისი გამბედაობის და ბრძოლის მაგალითით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის საქართველს სახე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მასშტაბით შიმშილობდნენ და გამოხატავდნენ სოლიდარობას პრეზიდენტის მიმართ. მადლობა ექიმებს, მედიკოსებს, ვინც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებისა, დაშინების და ზეწოლის მცდელობებისა, ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასეს ვითარება. მიუხედავად წარმატებისა, ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ჩვენ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ვიტყოდი, მთავარ და გადამწყვეტ ეტაპზე, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ცვლილებები, რეფორმები და ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად იცხოვრონ საქართველოში. ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ამისთვის ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილისთვისაც პრიორიტეტი არის, ქვეყანაში განხორციელდეს ცვლილებები. მისთვის მთავარი არ არის, რომელ საპყრობილეში იქნება. ყველა ჩვენგანის მთავარი მიზანი არის, პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ ძალიან მწვავე საპროტესტო მეთოდებით. ჩვენ ვართ გზაგასაყარზე და რამდენიმე თვეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა მიმართულებით წავა ჩვენი ქვეყანა, წავა დასავლური მიმართულებით, თუ დარჩება რუსული გავლენის ქვეშ. ამიტომ თითოეული ადამიანის აქტიურობა, ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა წევრმა შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყეს.

mazda magti 5g