LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია განახლდა

385
სოციალური მუშაკების აქცია

მთავრობის კანცელარიასთან სოციალური მუშაკების აქცია განახლდა. გაფიცულებს პროფკავშირების გაერთიანების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები შეუერთდნენ.

სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, სოცმუშაკებმა 25 მარტიდან გამოიყენეს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება.

აქციები გაიმართა საქართველოს სხვა და სხვა რეგიონშიც, ბათუმში ქუთაისსა და კახეთში, მათი მოთხოვნები უცვლელია. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კადრების დამატებას, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g