59 წლის მსახიობი, ჯორჯ კლუნი ოჯახს მთელ თავის დროს უთმობს. თვითიზოლაციის პერიოდი ვარსკვლავმა მეუღლესთან, ამალიასთან და 4 წლის ტყუპებთან ერთად გატარა.
ახლახანს მსახიობის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, სახლში ის ყველაფერს თავად აკეთებს, სარეცხსა და ჭურჭელს რეცხავს და შვილების აღზრდითაა დაკავებული. უფრო მეტიც, თვითიზოლაციის პერიოდში კლუნმა სტილისტის როლიც მოირგო, ის ვაჟს თმას თავად ჭრიდა და საკუთარ ვარცხნილობაზეც თავადვე ზრუნავდა.
„ახლა გეტყვით რა არის ჩემი ჰობი, მე დღეში სამჯერ ჭურჭელსა და სარეცხს ვრეცხავ, იმიტომ რომ ჩემი შვილები საოცრად მოუწესრიგებლები არიან. მთელ დღეს ამ საქმიანობას ვუთმობ“, – აცხადებს „ოუშენის 11 მეგობრის“ ვარსკვლავი.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი მრავლი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა.