LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი შიმშილობს, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს – თურნავა სააკაშვილის შიმშილობაზე

262
BeFunky-collage

არ მიწყინოთ, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ, – ასე მიმართა ნათია თურნავამ მედიას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

“მთელ მსოფლიოში მილიონი ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოშიც, სამწუხაროდ, სიღარიბის პრობლემა გვაქვს.

თქვენ რომ მეკითხებოდეთ ეკონომიკის მინისტრს, რას ვაკეთებთ ამისთვის, რომ არავის უჭირდეს კვება, მაშინ სწორი კითხვა იქნებოდა ჩემთან.

ეს კონკრეტულად, საერთოდ, არ მაინტერესებს მინდა გითხრათ. ძალიან ნაკლებად მაინტერესებს”,- თქვა თურნავამ.

ღარიბაშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს

მიხეილ სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას 4 ქილა თაფლი უკან დაუბრუნა: ეკა ხერხეულიძე

გავუფრთხილდეთ მიშას! მე არ მინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც სააკაშვილი გარდაცვლილი იქნება და ივანიშვილი ცოცხალი: პაატა ბურჭულაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g