ექიმი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც გადაცემა “მთავარი დიაგნოზის” წამყვანებთან ერთად პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, უკრაინელების დასახმარებლად გაფრინდა, ადგილიდან ინფორმაციას ავრცელებს.
ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს იყვნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც იგრძნობა, რომ მთელი მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდით არის:
“დღე პირველი. დღეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვიყავით! აქ ნამდვილად იგრძნობა, რომ მთელი მსოფლიო ამ ხალხის გვერდითაა, მათ შორის ჩვენც, თქვენი მხარდაჭერით”, – წერს გიორგი ღოღობერიძე.