თბილისში, მტკვრის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
„ფორტუნა“ ასევე ცდილობს გაარკვიოს, როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა.