LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ კარგად მექცეოდა“ – ვიდეო, რომელშიც ტეილორ სვიფტი ამბობს, რომ Diddy-სთან გამოსაშვებ საღამოზე წასვლა სურს, ინტერნეტსივრცეს იპყრობს

245
page

Diddy-ისა და ჰოლივუდის ვარსკვლავების ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება ტეილორ სვიფტის საარქივო ვიდეო. მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი 2011 წელს, რეიჩელ რეის შოუში იყო მიწვეული, სადაც ჰიპ-ჰოპ არტისტის შესახებ საოცრად თბილად ისაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ერთად გამოსაშვებ საღამოზე დიდი სიხარულით წავიდოდა.

„Diddy-სთან ერთად დიდი სიხარულით წავიდოდი ჩემს გამოსაშვებ საღამოზე. ის მე მუდამ კარგად, თბილად მექცეოდა“, – სწორედ აღნიშნულ სიტყვებს მოჰყვა დიდი გამოხმაურება. შესაძლოა ეს ფრაზა ახალი კონსპირაციული თეორიის საფუძველიც კი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ სვიფტის სახელი უკვე არაერთხელ გაჟღერდა ამ საქმესთან მიმართებაში. ბლოგერები ხშირად იხსენებ იმ მომენტს, რომლის დროსაც ჯილდოს მისაღებად სცენაზე ასულ ტეილორთან კანიე უესტი ავიდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ტიტულს ბიონსე იმსახურებდა. ამით კანიემ ტეილორი, ბიონსეს, ჯეი ზისა და Diddy-ის მხრიდან ლიკვიდაციას გადაარჩინა.

კონსპირაციული თეორია: ბიონსეს ტურნეების დროს, ლეგენდარული არტისტები იღუპებიან

ლიამ პეინის ტრაგიკულ გარდაცვალებაში შესაძლოა, Diddy-ის ხელი ერიოს – ახალი დეტალები

ტეილორ სვიფტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია – მისმა ქონებამ რიანას ფინანსებს გადააჭარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები