LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე კონცხზე აგრარული უნივერსიტეტი იყიდება: რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი

461

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში, აგრარული უნივერსიტეტის შენობა 4,5 მილიონ ლარად იყიდება. შენობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ბალანსზე ირიცხება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, შემოსული თანხის ნაწილი ამავე უნივერსიტეტს ჩაერიცხება.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით 3239,62 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 1742 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 4912,07 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიტანა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში ნასყიდობის საფასურის ნაწილის 3 000 000 ლარის სსიპ ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის აჭარის ა.რ რესპუბლიკის ბიუჯეტში გადახდა უნდა უზრუნველყოს. ინვესტორი საკუთრებაში გადაცემულ აღნიშნულ ქონებაზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ქონების საწყისი ფასი 4 500 000 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ადგილობრივი გამოცემა გაზეთი ”ბათუმელები” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მწვანე კონცხზე უნივერსიტეტის შეძენას ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g