4 ივნისს HBO-ზე ახალი სერიალის, The Idol-ის პრემიერა შედგა. მთავარ როლებს ლილი-როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. მისი რეჟისორი Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონია. სხვათა შორის, შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი თავად The Weeknd-ია.
საუნდტრეკებს ცხადია თავად არტისტი ქმნის. სერიალის მეორე ეპიზოდის პრემიერამდე The Weeknd-მა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, ის სიმღერების სრულად გამოქვეყნებას The Idol-ის ფინალის დროს აპირებდა, თუმცა გადაწყვიტა, ტრეკები ყოველკვირეულად, ეპიზოდების პრემიერებთან პარალელურად გაავრცელოს.
სინგლებს შორის არის Popular, რომელზეც არტისტმა მადონასთან და Playboi Carti-სთან ერთად იმუშავა. საუნდტრეკების სერია ასევე მოიცავს სიმღერას, სახელწოდებითDouble Fantasy, რომელსაც The Weeknd-ის და Future-ის დუეტი ასრულებს.
ლილი როუზ დეპისა და The Weeknd-ის საოცარი ტანდემი – ნახეთ The Idol-ის „თრეილერი“