LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს

138
მოსამართლეას

მკურნალმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირების უფლება არ მისცა. „ვივამედის“ ოქმი მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ წაიკითხა.

ოქმს ხელს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე, „ვივამედის“ ექიმი აწერენ.

ოქმს მესამე პრეზიდენტის მინაწერიც ახლავს, სადაც განმარტებულია, რომ სააკაშვილი პროცესზე მისასვლელად მზად არის, რადგან  ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ამ წუთებში დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

ადვოკატების მთავარი შუამდგომლობა დღეს მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრაა. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თითო მოწმის გამოკითხვას ერთი საათი უნდა დაეთმოს.

ამის შემდეგ მხარეები ექიმ ჯეიმს კობს მოუსმენენ, რითაც უცხოელი ექსპერტების გამოკითხვა დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები