LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზექალა შანიძე: კანონპროექტი საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის, ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას

238
მზექალა შანიძე

ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოცემა „ნეტგაზეთთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

მისი განმარტებით, თუ ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი  კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ასევე ხელს შეუშლის მეცნიერების განვითარებას.

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება

რუსული კანონი 5 ივლისის გაგრძელებაა და რა უკანონობაც მაშინ მოხდა ამას დააკანონებს – ანა ნაცვლიშვილი

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ყოველმხრივ საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. ამ დღეებში ბევრი გამოვიდა, ვინც სერიოზულად ფიქრობს საქართველოს წინსვლასა და კეთილდღეობაზე, და ღიად გამოთქვა თავისი უარყოფითი აზრი ამ კანონპროექტზე.

მეც მიმაჩნია, რომ ეს ანტისაზოგადოებრივი კანონპროექტი, თუ ის კანონად იქცევა, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამგვარი კანონები ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი, რასაც რუსეთის მაგალითზე ვხედავთ,“ – აცხადებს მზექალა შანიძე.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

აკადემიკოსის თქმით, მრავალ სხვა უარყოფით შედეგთან ერთად ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენში მეცნიერების განვითარებას.

„ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა და კავკასიური ენებისა და კულტურების ელექტრონული დოკუმენტაციის დაწყება, ვერ განხორციელდებოდა უცხოური ფონდების დაფინანსების გარეშე.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიებისთვის ქართული ანბანის პირველი შრიფტის დამზადება და პირველი ქართული ვებგვერდების შექმნაც უცხოურ ორგანიზაციას უკავშირდება – ჯორჯ სოროსის ფონდს, რომლის შევიწროებასა და სახელის გატეხას წარსულშიც ცდილობდნენ და დღესაც იმავეს სჩადიან.

მე იურისტი არა ვარ და ამიტომ გამიჭირდება ე. წ. აგენტების კანონის კონსტიტუციური და იურიდიული თვალსაზრისით განხილვა, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ იგი დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს ეწინააღმდეგება,“ – აცხადებს მზექალა შანიძე.

ამავე თემაზე:

მისმა მიღებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას – კვირიკაშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g