LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზის ელექტროსადგურის დაფინანსების მზადყოფნა ამერიკულმა ფონდმა გამოთქვა

105

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International-ის პრეზიდენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად ამერიკული, კომპანია ერთი წლის განმავლობაში გარდაბანში სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ჩაატარებს, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების შესაძლებლობები გამოიკვეთება.

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პროექტზე დაახლოებით 120-130 მილიონი ლარი დაიხარჯება და მისი დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება.

მისივე ინფორმაციით, პროექტის დაფინანსების მზადყოფნა უკვე გამოთქვა ამერიკულმა კერძო ფონდმა ”ოპიკმა”, შესაბამისად, თუ პროექტი კონკურენტუნარიანი იქნება, მას ”ოპიკის” ფონდი დააფინანსებს.

”საქართველოში ხორციელდება ჰიდრო და ქარის სადგურების მშენებლობა, ამას ემატება მზის სადგური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.  როცა მინისტრად დამნიშნეს, ქარის სადგურები უინტერესო პროექტი იყო, რადგან მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არაკონკურენტული იყო ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიასთან შედარებით. მაგრამ, ტექნოლოგიები ვითარდება, წინ მიდის. ახლა უკვე ჩვენ ქარის სადგურს ვაშენებთ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ასევე შევძლებთ მზის სადგურის მშენებლობასაც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მზის და ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი საკმაოდ კონკურენტული იქნება და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ დასჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g