LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზრუნველი მამა ჩანდა, ბავშვებს ხშირად აკითხავდა სკოლაში… ორი ვერსიაა, რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია“ – რას ჰყვება დოლიძის ქუჩაძე მოკლული გოგოს მეგობარი

2896
ფორტუნა - 2023-09-20T222217.600

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.

ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების თქმით, ქადეიშვილს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება, ნეიროქირურგებმა მას ოპერაცია უკვე ჩაუტარეს, ჭრილობა მარცხნივ, საფეთქლის არეში აღენიშნება.

როგორც ექიმი ამბობს, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, პაციენტი რეანიმაციაში რჩება. ცნობილია ისიც, რომ გურამ ქადეიშვილი შს სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო. დანაშაული, სავარაუდოდ, მისი კუთვნილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა.

„კვირის პალიტრა“ მომხდარზე გარდაცვლილი გოგოს ახლობელს ესაუბრა.

„რატომ უნდა მომხდარიყო ეს დანაშაული, ეს კითხვა დღეს მთელი დღეა ყველას გვაქვს…

ორი ვერსიაა, ერთი არის ეჭვიანობა, მეორე ვერსიით, შერიგებას სთხოვდა. შვილების თვალწინ მოხდა ეს ამბავი. თურმე ბავშვებს უთხრეს, დედა ცოცხალიაო, ბავშვებმა გვიან გაიგეს, რომ გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ისე ცუდად გახდა, ექიმების დახმარება დასჭირდა. არ ვიცი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა. არადა, ორივე ცოლ- ქმარი ყველანაირად ზრუნავდნენ შვილებზე. მე პირადად არ ვიცოდი დაშორებულები რომ იყვნენ. ერთადაც ბევრჯერ მინახავს, მზრუნველი მამა ჩანდა, როგორც ჩანს, ბოლო დროს დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა“. – ამბობს ოჯახის ახლობელი.

იხილეთ სრულად: 

„მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ აბაზანაში ჩაიკეტა“ – დოლიძეზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

„ბავშვები ტიროდნენ: მამა არ გაპატიებთო.. დედის სახელს იძახდნენ“ – რას ჰყვებიან დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g