LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრება

126
სამადაშვილიიი

დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობის, მოსყიდვის გზით და ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ არჩევნებად.

„გაპროტესტების მიზნით და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ამ საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. ამ არჩევნებმა მიაყენა უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე და დემოკრატიულ მომავალს ჩვენი ქვეყნის, სწორედ ამიტომ ჩვენ უარს ვაცხადებთ, მოვუსმინოთ მსგავსი წესით საქართველოს პრეზიდენტად ქართველი ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს,” დაესწრებიან თუ არა ისინი სხდომას, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში პრეზიდენტის რანგში მოხსენებით პირველად გამოვა.