LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს, ვთქვათ რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბა?: შალვა პაპუაშვილი

29
შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბა? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი გნაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს.

როგორც პაპუაშვილი უბნებში დაფიქსირებულ დისბალანსთან დაკავშირებით აღნიშნავს, ზოგჯერ ხარვეზი მართლაც ხარვეზია.

„ყვარლის მე-8 უბანზე, შემთხვევით შერჩევით 10%-ის გადათვლისას, აღმოჩნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის 287 ხმა მითვლილი ჰქონდა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს. რა ვქნათ ახლა? ზოგიერთი პოპულისტივით ბრიფინგს ბრიფინგზე რომ მართავენ, ვთქვათ, რომ გახარიამ “ნაციონალურ მოძრაობას” გაუყალბა?

“სხვათა შორის, გადათვლების შედეგად “ქართულ ოცნებას” თბილისში 520 ხმა დაგვემატა (ანუ აღმოჩნდა, რომ მანამდე დაგვაკლეს და გაგვიყალბეს). ასე, რომ იცოდეთ, ყველა ვინც დღეს ამ საკითხით მანიპულირებს, უბრალოდ თქვენით მანიპულირებს,”- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები