LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმა, დღის ბოლოს გახდება ცნობილი

107

„ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმა სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

ვალდებული ვართ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში. უმძიმესი დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, არჩევნები არის გაყალბებული, სხვადასხვა მეთოდებით, რაც კი არსებობს – გაიტაცეს ყუთები, კომისიის წევრების მოტაცებებით და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, დიდი მადლობა ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც დილამდე არ დატოვეს საარჩევნო უბნები და ამის დამსახურებაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილმა ვერ მოახერხა და უწევს დაწეროს თითქმის 500 ათასი ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g