LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

152
ენმ და კალაძე

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ენმ კალაძეს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თანხა, რომელიც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყო, მოპარულია.

მათი თქმით, „გამოძიების დაწყებას ითხოვენ 17 მილიონ ლარზე, რომელიც კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველ და ბერა ივანიშვილის მეგობრის კომპანიებს წერეთლის რეაბილიტაციის დროულად დასასრულებლად გადასცა“.

მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი მოუწოდებენ თბილისის მერს, პასუხი გასცეს არა მარტო მათი პარტიის, არამედ თბილისის მოსახლეობის კითხვებსაც.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა 

„უახლოეს დღეებში ტარდება საკრებულოს სხდომა. ჩვენ მოვუწოდებთ [კალაძეს] მოვიდეს და პასუხი გასცეს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ თბილისელების კითხვებს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, დიღმის ჭალებთან დაკავშირებით, ვარკეთილის მეტროს ჭერთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

კალაძე: „მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეს, წერეთლის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს“  

„აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი.“

იმის მაგივრად, რომ პათეტიკური კომენტარები გააკეთოს და შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, მას აქვს პასუხისმგებლობა, რომ პასუხი გასცეს ადამიანებს“. – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, სულ სხვა რეალობა აღმოჩნდა – მერიის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიგვაჩნია“ – წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „კახა კალაძის კორუფციული სქემები სისხლის სამართლის დანაშაულია“.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები