„დისნეის“ ახალი ფილმის, „ფიფქიას“ პირველი „ტრეილერი“ გამოვიდა. ამჯერად, მთავარ როლში რეიჩელ ზეგლერი მოგვევლინება, ბოროტი ჯადოქრის როლს კი „ქალი საოცრების“ ვარსკვლავი, გალ გადოტი მოირგებს.
„სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?“, – სწორედ ამ ცნობილი ფრაზით ჩნდება გალ გადოტი „ფიფქიას“ პირველ, საოცრად შთამბეჭდავ „ტრეილერში“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ფილმის პრემიერა 2025 წლის 21 მარტს შედგება.
გალ გადოტი ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმის რიმეიქში მთავარ როლს შეასრულებს