LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ რა მოუვიდა Tesla Cybertruck-ს ირემთან დაჯახების შემდეგ

105
Screenshot 2025-01-23 181707

Tesla Cybertruck-ის მძღოლი ირემს 120 კმ/სთ სიჩქარით დაეჯახა. ავარიაში Bearder Tesla-ს სახელით ცნობილი, ამერიკელი ბლოგერი ჯასტინ დემარი მოხვდა. მამაკაცის თქმით, ცხოველი გზაზე მოულოდნელად გამოხტა, ამიტომ შეჯახებისთვის თავის არიდება შეუძლებელი იყო. მიუხედავად მაღალი სიჩქარისა და ირმის წონისა, ელექტრონულ პიკაპს პრაქტიკულად არანაირი დაზიანება არ მიუღია.

ავარიის დროს მძღოლი Tesla Cybertruck-ს დამოუკიდებლად მართავდა. თუმცა, შემთხვევის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო, რადგან ცხოველი გზაზე მოულოდნელად გადმოხტა და პირდაპირ მანქანისკენ წამოვიდა. დარტყმა მძღოლის მხრიდან ძარის ნაწილში მოხდა.

ავარიის შემდეგ ელექტრო პიკაპმა შემთხვევის ადგილი ავტოპილოტით დატოვა. სარემონტო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 5 ათასი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები