კომპანია “ტესლამ“ ინოვაციური დასამუხტი სადგურის გამოსახულება გაავრცელა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ასეთი სადგურების შენება ან სად, თუმცა ბრენდმა იდეა უკვე სრულყოფილებამდე მიიყვანა.
როგორც მოსალოდნელია შენობა ორსართულიანი იქნება. პირველ სართულზე სამზარეულო და მთავარი დარბაზი განთავსდება, მეორეზე – ბარი ღია ცის ქვეშ. სადგური ერთდროულად 30 ელექტროქარს მოემსახურება, თანაც ზოგიერთ მათგანს უსადენოდ დამუხტავს.
გასულ წელს ქსელში გავრცელდა დოკუმენტაცია „ტესლას“ 24 საათიანი დასამუხტი სადგურის, რომელიც სასადილოს და კინოთეატრს აერთიანებდა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ პროექტი ოფიციალურად წარადგინა.