LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნახევრად აღებული კედელი არაფერს ცვლის” – ნამახვაჰნესთან პროტესტი გრძელდება

122
ნამახვანჰესი

სოფელ გუმათში პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება.

გვიან ღამით სამართალდამცველებმა ბარიკადების ნაწილი აიღეს, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან დათმობად არ აღიქვამენ.

აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ხელოვნური წინაღობების სრულად გატანას მოითხოვენ.

მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ნახევრად აღებული კედელი არსებითად არაფერს ცვლის.

“ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს არ ცვლის. უნდა ვიცოდეთ ყველაფერი ვინ ექსპერტები არიან ჩართულები ამ საქმეში რას იკვლევენ. ასე საქმის კურსში, რომ არ ვართ ეს დიდ ეჭვებს ბადებს,”- აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g