LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “მარიუპოლის თეატრის დაბომბვის კადრები ნახეთ? მკვდარი ჩვილი ტილოში გახვეული, ასობით ცხედარი შენობაში…ჩვენ რა წუხილები გვაქვს, რაზე ვდარდობთ, რაზე ვჩხუბობთ!”

4333
BeFunky-collage

რუსმა სამხედროებმა დღეს დაბომბეს მარიუპოლის თეატრის შენობა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა დგინდება.

დაბომბვის შედეგად, დაინგრა დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი, ხოლო ნანგრევებით დაიფარა შენობაში არსებული ბომბსაფარის შესასვლელი.

მარიუპოლის თეატრის დაბომბვის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრის შენობა დაბომბეს, სადაც 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს

“მარიუპოლის თეატრის დაბომბვის კადრები ნახეთ? მკვდარი ჩვილი ტილოში გახვეული.

ასობით ცხედარი შენობაში და გაშეშებული ექიმი. თავშესაფარი დაბომბეს სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. თავშესაფარი ხალხო!

კადრები არ მქონდა ნანახი.

შოკიდან ვერ გამოვდივარ.

ჩვენ რა წუხილები გვაქვს.

რაზე ვდარდობთ, რაზე ვჩხუბობთ! რატომ ვნახე ეს კადრები.

ცეცხლში დაიწვას პუტინი და ყველა რუსი, ვისთვისაც ეს ამბავი სპეცოპერაციაა,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები