ნანუკა ჟორჟოლიანი „ია ფარულავას კონვერტის“ პირველი სტუმარი გახდა და მსახიობის არაერთ შეკითხვას უპასუხა. მათ შორის, თავისი სტილისა და იმიჯის შესახებ.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„მე ვარ ჟურნალისტი, რეპორტიორი. ყოველთვის ვუყურებდი, რომ ადამიანი არ უნდა აღმიქვამდეს დეტალებითა და ვიზუალური მხარით. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ეს გახდა ჩემი ცხოვრების პრიორიტეტი. მაგალითად, რაღაცების პრეზენტაციებზე პიჟამოებით აღარ დავდივარ. შემიძლია, ტონალური წავისვა. ადრე ამას არ ვაკეთებდი. ფაქტია, რომ ასაკმა მომიტანა ის, რომ რაღაცები არის აუცილებელი…“