LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო ჩარკვიანის შესრულებაზე – „სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს…“

386

„სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს:( იმედია, „იუთუბს“ შემორჩება მეფე“.- აღნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი და აზიარებს ქეთათო ჩარკვიანის მიერ საახალწლო კონცერტზე ვარკეთილში შესრულებულ კომპოზიციას, რომელსაც ის ირაკლი ჩარკვიანთან ერტად ასრულებდა, 31 დეკემბრის ღამეს კი ახალი ინტერპრეტაციით და ცოცხალი შესრულებით შემოგვთავაზა. ნანუკა დასძენს: „ასე რომ სხვას ემღერა, სასამართლოში წავიდოდა და მილიონს მოითხოვდა…  ფულის კეთება უნდა, რაც სულაც არაა ცუდი, მაგრამ წეწვა ირაკლის სახელით ტეხავს. როცა თავად არაფერი ღირებული შეგიქმნია, სხვისი შექმნილის ამ გზით განადგურება არ მოსულა…“

შეგახსენებთ, ნანუკა გულისხმობს შემთხვევას, რომელიც მცირე ხნის წინ მოხდა. ქეთათო ჩარკვიანმა უნიკალური არქივის მქონე რამდენიმე ქართველს, რომლებსაც საკუთარ „იუთუბ“ არხებზე ირაკლი ჩარკვიანის მონაწილეობით არაერთი საინტერესო ვიდეო ედოთ, მათი აღება სთხოვა, შემდეგ კი „იუთუბის“ ადმინისტრაციას მისწერა. ქეთათომ საკუთარი გვერდი შექმნა, სადაც ყველა არსებული მასალის განთავსებას აპირებს, სხვა გვერდების მფლობელეი კი აღნიშნავენ, რომ ჩარკვიანის ისეთი მასალები აქვთ, რომლებიც ქეთათოს არ აქვს და მათი არხების გაუქმების თხოვნა, რაც ქეთათომ „იუთუბს“ გაუგზავნა, შესაძლოა, ამ უნიკალური კადრების გაქრობის მიზეზიც გახდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g