LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! – როცა ამას ვამბობ მე ვითხოვ არა ჩემი მეგობრის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის თავისუფლებას, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ამ ქვეყნისთვის“

155
ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს გვიზიარებს.

როგორც ნანუკა წერს, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, რადგან მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთის.

ნანუკა ასევე აღნიშნავს, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის თავისუფლებაა.

„მეგობრებო, ჩემი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება და არის თავისუფლება მიშას, თუმცა ეს მოთხოვნა ჩემთვის დიდი ხანია აღარ გადის არც მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე და არც მხოლოდ ნიკა მელიაზე.

გადის ყველა თავმოყვარე პოლიტიკოსზე, რომელიც გუშინდელი სპირალიდან გამოდის და იაზრებს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმის, ჩამოახრჩვეთ, დახვრიტეთ მოთხოვნების დრო აღარაა.

ვინც არ უნდა ყოფილიყო გუშინ (რუსის გარდა), თუ დღეს ფიქრობს რომ სადღაც უნდა გაჩერდეს ეს ეშმაკის ბორბალი, როცა აწმყო სპობდა წარსულს,  ჩემთვის მისაღებია.

როცა მიშას აქციებს ვაკეთებდით, ელენე ხოშტარია ნაცების უმრავლესობაზე მეტად მეიმედებოდა, იაგო ხვიჩია უფრო ქმედითი იყო, ვიდრე ბევრი “შინაური” ნიკა გვარამიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ. ზურა გირჩი და ბევრი კიდევ, ვინც საერთოდ არ არიან  მიშას, როგორც პოლიკოსის მხარდამჭერები, მაგრამ სწორად ესმოდათ და ესმით, რაზე გადის მისი პატიმრობა დღეს!

თავისუფლება მიხეილ სააკააშვილს! და როცა ამას ვამბობ მე ვითხოვ არა ჩემი მეგობრის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის თავისუფლებას, რომელმაც წარმოუდგენლად ბევრი გააკეთა ამ ქვეყნისთვის.

წარმატებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს რომ ძალა განახლებაშია და ყველაზე მეტად რასაც წარსულში დატოვებს, დაპირისპირება და მხარეებად დაყოფილი საქართველოა!

ხომ შეიძლება, რომელიმე ინაუგურაციაზე, ამ ქვეყანაშიც ისხდნენ პრეზიდენტები ერთად,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები