ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ თუ პარლამენტმა ოთხი კვირის განმავლობაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ერთი კვირის ვადაში რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
„პარლამენტს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2-კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად.
ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა.
თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერდა, პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2-კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია, ერთი კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
უკარგესი გაზაფხული გველოდება“.
