LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა: „ჩემი მეუღლე ფეირვერკი ბიჭია. უფლებას არ მაძლევს, რომ ვაქო, თორემ დავდგები და დღე და ღამე მარტო ამაზე ვისაუბრებ…“

569
nanuka-gulua

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ცნობილი დოჩის როლის შემსრულებელი ნანუკა გულუა ცოტა ხნის წინ გაბედნიერდა. ის და კახაბერ კაშია უკვე პირველ შვილს ელოდებიან. დედის ამპლუისთვის მზადებაზე მან მეუღლესთან ერთად ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

როგორც მსახიობის მეორე ნახევარი ამბობს, ბავშვისთვის სახელი უკვე მოფიქრებული აქვთ, თუ ბიჭი იქნება, ირაკლის დაარქმევენ, გოგონას კი ნინო შეურჩიეს. კახაბერ კაშია აღნიშნავს, რომ მზრუნველი მამა იქნება.

„ყველა ემოცია შენს სახეზეა“ – ორსული ნანუკა გულუა უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

როგორი ფეხმძიმეა ნანუკა?

კახა კაშია: 

ყველაფერი უპრობლემოდ მიდის, მაგრამ ძალიან გულჩვილი გახდა, ყველაფერზე ეტირება. თან, სამწუხაროდ, ახლა ძალიან ცუდი ამბები ხდება და ეს ძალიან მოქმედებს. პრეტენზიული არ არის. განსაკუთრებულს არაფერს ითხოვს. ხანდახან რაღაცაზე მეტყვის, მინდაო, მაგრამ მეორე წუთს თვითონაც აღარ ახსოვს. ცოტა ხანი სხვა თემაზე ვლაპარაკობთ და ავიწყდება, მეც მეზარება ხოლმე სადღაც წასვლა და იმ რაღაცის ძებნა (იცინის).

ფეხმძიმე მეუღლეს თუ ანერბივრებ სიურპრიზებით?

ნანუკა გულუა: 

ეს ფეიერვერკი ბიჭია. უფლებას არ მაძლევს, რომ ვაქო, თორემ დავდგები და დღე და ღამე მარტო ამაზე ვისაუბრებ. სიურპრიზია დაბადებიდან. ყოველ წამს მარწმუნებს, რომ სასწაულად კარგი ადამიანი ვარ. ეს შეგრძნება ძალიან მჭირდებოდა. თუ ძალიან კარგი ადამიანი არ ხარ, ასეთი ადამიანი არ შეგხვდება, გამორიცხულია. მართლა არ არსებობ ს სურვილი და ოცნება, რომელსაც ერთად არ მივაღწევთ“.

„დღეს დაიბადა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი არანორმალური სიყვარულის შეგრძნებისთვის…საჩუქარს ცოტა მოგვიანებით მოგართმევ, ასე 4 თვეში“ – ნანუკა გულუა მეუღლეს დაბადების დღეს ულოცვას

„იმედია არ გავსკდები“ – ორსული ნანუკა გულუა ვიდეოს აქვეყნებს

mazda magti 5g