LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუას მომავალი მეუღლე მეგობარმა გააცნო:  „ისე გავთხოვდი, მიყვარხარ არ უთქვამს…“

4116
nanukagulia

ნანუკა გულუა თათია შარანგიას ესტუმრა საავტორო გადაცემაში და ისაუბრა თავისი გათხოვების შესახებ.

ნანუკა გულუა:

„მართლა არ მჯერა, რომ კითხვა „როდის თხოვდები“ დასრულდა ჩემს ცხოვრებაში. ისეთი ცხელი და ახალი ამბავია, რომ ჯერეჯრობით მე თვითონაც ვერ ვაცნობიერებ, საიდან სად გადავინაცვლე. ყოველთვის იცოდი, როგორი დამოკიდებულება მქონდა სიტყვა გათხოვების მიმართ, მეგონა, სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადანაცვლებას ნიშნავდა, დიდ ბორკილებს და ბეწვიანი კაცის ხმას: „სად მიდიხარ“, „საიდან მოდიხარ“, ან „როდის მოხვალ“… ეს ყველაფერი ამ ლეგენდას საერთოდ არ ჰგავს. ისეთი ბედნიერების შეგრძნებები მოდის, რომ მეშინია, გული არ გამისკდეს.

ისე გავიცანი, რომ დავრწმუნდი, ბედისწერა არსებობს. ვესაუბრებოდი ჩემი ბავშვობის მეგობარს, ზუგდიდელს, რომელსაც ხშირად არ ვესაუბრები ხოლმე და მესენჯერით ველაპარაკებოდი. ჩემი მეუღლე მისი ისეთი ნაცნობია, საერთოდ არ უნდა გახსენებოდა წესით, მაგრამ უცებ მითხრა, ჩემი ერთი კარგი მეგობარი უნდა გაგაცნოო. დაურეკა მას და დოჩი უნდა გაგაცნოო. მან უპასუხა, მისი გაძლება და ატანა არც ერთი წამით არ იქნება შესაძლებელიო, მაგრამ მაინც ჩართო ჩვენს საუბარში. რომ დავინახე და გავესაუბრე, ძალიან მივამსგავსე საკუთარ თავს – ენერგიით, პოზიტივით, ღიმილით, კბილებით. ჩემი ადამიანია-მეთქი, ვიფიქრე. რვა თვის წინ, პირველი ჩართვიდან რომ დავიწყეთ ხი-ხი-ხი, ხა-ხა-ხა, ისე გავთხოვდი, რომ არც მიყვარხარ უთქვამს, არც ის უთქვამს, შენი ცოლად მოყვანა მინდაო, არც მუხლზე დაცემულს უთხოვია ცოლობა… პოზიტივით და იუმორში მოხდა ეს ყველაფერი ისე, რომ ვერ მივხვდი… მისი პირველი მესიჯიც ასეთი იყო: „ცოლი, როგორ ხარ? იქნებ, საერთო მეგობრის გარეშე ვისაუბროთო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები