ნაომი კემპბელის დაუვიწყარი არდადეგები იბიცაზე გრძელდება. ამჯერად ირკვევა, რომ ტოპ-მოდელს თან შვილები ახლავს. მასთან ერთად უკვე თვეზე მეტია შვებულებას არაბი მილიონერი, მოჰამედ ალ ტურკიც ატარებს.
რამდენიმე საათის წინ, ნაომიმ და მოჰამედმა „ინსტაგრამზე“ უახლესი ერთობლივი ფოტოები გაავრცელეს.
წყვილის რომანზე საუბარი უკვე 2 წელია არ წყდება და მიუხედავად იმისა, რომ მოდელის გარემოცვა მათ რომანს კატეგორიულად უარყოფს, ფაქტია, ნაომი და მოჰამედი აშკარად წყვილივით იქცევიან. მეტიც, ტაბლოიდები უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ ნაომის შვილების მამა, სწორედ მოჰამედ ალ ტურკია.
54 წლის ნაომი კემპბელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანტიკა იბიცაზე
ნაომი კემპბელი კვლავ მოჰამედ ალ ტურკთან გადაიღეს