მაღალის მოდის კვირეული პარიზში დღეს დასრულდება. მოდის ესთეტებს მთელი მსოფლიოდან უკვე ჰქონდათ საშუალება ისეთი ლეიბლების გაზაფხული-ზაფხული 2019-ის კოლექციები შეეფასებინათ, როგორებიც: დიორი, ვერსაჩე, ჟივანში, ჟან-პოლ გოტიე და სხვები არიან.
საინტერესო იყო გუშინდელი საღამო, რომლის ერთ-ერთი ჩვენება ,,ვალენტინოს” დაეთმო. პიერპაოლო პიჩოლიმ, რომელიც ცოტა ხნის წინ, The Fashion Awards-ზე ,,წლის დიზაინერად” დასახელდა, დამსწრეები ,,სამოთხის ბაღში” ამოგზაურა. საინტერესოა, რომ კოლექციის თემა ყვავილი იყო, რომლის პალიტრა მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
კულმინაციური ნაწილისთვის იტალიურ ბრენდს ბევრი არ უფიქრია და,,შოკოლადის გეორგინა” ,,შავ პანტერას” მოარგო. ნაომი კემპბელის გამოსვლა, რომელიც ყველა წამყვანი მედია საშუალების პირველ გვერდზე მოხვდა, საღამოს ყველაზე ეფექტურ ნაწილად შეფასდა.
https://www.facebook.com/NaomiCampbell/videos/536551896748361/