პოლიციამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძება-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებას ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.