„სცენიდან ვთქვათ ჩვენი სათქმელი? რომელ პერსონაჟს, ან რომელი ავტორის ტექსტს ამოფარებულმა გავაკეთო ეს? მომიყევით ჩემო კოლეგებო,“ – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნატა მურვანიძე.
როგორც ნატა აღნიშნავს, არავინ იცის ვის და როდის დაიბარებენ და დააკავებენ.
„სახელებს შეგნებულად არ ვწერ ჯერ, მაგრამ კიდევ ერთი მსახიობი დაიბარეს, ერთი მსახიობი გოგო და რეჟისორი ბიჭი დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძე ციხეშია, ვეფხია კასრაძე ციხეშია! გიორგი ჩაჩანიძე ციხეშია! სანდრო სამხარაძეს სასამართლო აქვს 12 თებერვალს და კიდევ კაცმა არ იცის ვის როდის დააკავებენ, ან დაიბარებენ. სცენიდან ვთქვათ ჩვენი სათქმელი? რომელ, პერსონაჟს, ან რომელი ავტორის ტექსტს ამოფარებულმა გავაკეთო ეს? მომიყევით ჩემო კოლეგებო, არ ვართ კარგი მსახიობები და არ ვიცით ეგ როგორ კეთდება. ოდითგანვე თან,“ – წერს ნატა მურვანიძე.