LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალი პორტამანი „დიორის“ ვინტაჟურ კაბაში, რომლის შექმნას, 700 საათი დასჭირდა

166
ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი ნამდვილად გამაოგნებელი იყო „კანის კინოფესტივალის” წითელ ხალიჩაზე.

ოსკაროსანი მსახიობი „დიორის“ ვინტაჟურ კაბაში ბრწყინავდა, რომელიც Tiffany & Co-ს ულამაზესი ყელსაბამთან ჰქონდა შეხამებული. ყელსაბამი 839 ბრილიანტის თვლით იყო მორთული. მარია გრაცია კიურიმ „დიორის” ამ კაბით ბრენდის 1951 წლის კოლექცია გააცოცხლა და მას ახალი სიცოცხლე მისცა.

მდიდრული კაბა თვლებითა და ბაფთით, შედევრად უკვე შეფასდა. ამ კაბით პორტმანი ახალი ფილმის „ედინგტონის” პრემიერას დაესწრო.

საინტერესოა, რომ ამ ვინტაჟური კაბის შექმნას 700 საათი დასჭირდა, აქედან 450 საათი, ხელნაკეთი აქსესუარები იქმნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები