LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ბანძელაძე: „გულმა რომ გულის იცის ის ამბავია..“ – ვინ არის ექიმი, რომელმაც ქუჩაში წაქცეული ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

1261
Untitled design (33)

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აზიარებს, კადრებიდან ირკვევა, რომ ექიმმა ლევან ჭელიძემ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

„გულმა რომ გულის იცის ის ამბავია! Geo Hospitals • „ჯეო ჰოსპიტალსი“ ლევან ჭელიძე , ექიმი , ადამიანი, კაციგული..,“ – წერს ბანძელაძე.

ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნატალია ცერცვაძემ გაავრცელა.

„ღმერთმა გვიმრავლოს თქვენისთანა ადამიანები. ასეთი ექიმების მხრებზე დგას სამყარო..

ქუჩაში წაქცეულ თქვენთვის უცხო ადამიანს გული აუმუშავეთ, 1 საათის მანძილზე გაუჩერებლად იბრძოდით… არა და ვინ იცის, როგორი დაღლილი ბრუნდებოდით შინ…

მოკლე ვიდეოს ვდებ, არ ვიცი რამდენად მაქვს ამის გასაჯაროების უფლება, მაგრამ სიკეთე არ უნდა დაიკარგოს. იცნობდეთ ლევან ჭელიძეს.

გულმა რომ გულის იცის ის ამბავია! Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი ლევან ჭელიძე , ექიმი , ადამიანი, კაციგული

Posted by Jesika Szikora on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023

არაფერი გვიჭირს, ვიდრე ასეთი ადამიანები გვეყოლება, ასეთი ექიმები..  ხელები მიკანკალებს, ვეღარ ვწერ, სასწრაფოს ექიმი მეგონა,“ – წერს მომხმარებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g