LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუა იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კლიპს უძღვნის: „ეს სიმღერა მამოგზაურებს ჩემს ბავშვობაში, ჩემს აფხაზეთში…“

492
natiatodua

ნათია თოდუა ახალ სიმღერაზე „მაგნოლია“ გადაღებულ ვიდეორგოლს შემოგვთავაზებს. მისი პრემიერა 9 აპრილს შედგება.

როგორც გერმანიაში მცხოვრები მომღერალი წერს, რომელიც თავად არის აფხაზეთიდან დევნილი:

„სიმღერა „მაგნოლია” ჩემთვის ემოციების ზღვაა.

ეს სიმღერა მამოგზაურებს ჩემს ბავშვობაში, ჩემს აფხაზეთში, ჩემს მაგნოლიასთან…

იყო დევნილი, ეს ხომ უდიდესი ტკივილი და სიცარიელეა.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უნიჭიერეს ზაზა ორაშვილსა და შაკო პოპიაშვილს ამ შემართების, მონდომებისა და სიყვარულისთვის.

კლიპი ეძღვნება იძულებით გადაადგილებილ პირებს!“

უკვე გამოქვენდა ნინუცა კაკაბაძის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც კლიპის გადაღებიდანაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები