პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ეკლესიის თემას ეხმაურება, რომელიც თვეების წინ ძალიან აქტუალური იყო და წერს:
„ისე, ის ხალხი სად არის, ეკლესიაზე და ზიარებაზე რომ ღლიცინებდა? ახლა მაინც დარწმუნდნენ, რომ ღვთის სახლს ვერაფერი მოერევა? ხან დენდროლოგიურიო, ხან დონაო, ხანაც ქორწილიო…
მოედო? – მოედო!
გაგანია ვირუსის დროს ერთი ადამიანიც რომ არ გაკლასტერდა ტაძარში, ახლა რას ფიქრობენ, ნეტა?
თუმცა არც მაინტერესებს მათი აზრი!
დიდება უფალს!“
