9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეების მიერ სასახლის დაწვის ფაქტს მომღერალი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვიდეო: აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს
„დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო…
ვისაც სასახლის ( კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფლისთვის ძალიან მძიმეა, როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები, ვინაიდან იაზრებ, რომ ეს სასახლე ,შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…
არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ.
მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ. მშვიდობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას“, – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.
დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო.. ვისაც სასახლის(…
Posted by Nato Gelashvili on სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2024